კომპანიის შესახებ

 

ავთანდილ ჩალაძე, დირექტორი

 

შ.პ.ს. “სამშენებლო კომპანია მამისონი” და მისი ძირითადი ბირთვი გამგრძელებელია იმ სასახელო ტრადიციებისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სამშენებლო საქმის გამოჩენილმა ორგანიზატორმა და პროფესიონალმა, ცნობილმა მშენებელმა, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურებულმა ინჟინერმა ავთანდილ ჩალაძემ.

სამშენებლო კომპანიის უშუალო მონაწილეობით განხორციელებულ იქნა მრავალი უნიკალური ნაგებობა და სამშენებლო კომპლექსი, რამაც დამსახურებული ავტორიტეტი და აღიარება მოუტანა კომპანიას და მის ხელმძღვანელობას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


სამშენებლო კომპანიის ძალებით, მისი არსებობის მანძილზე, განხორციელებული იქნა მშენებლობის ყველა დარგის ობიექტები, დაწყებული ჰიდროტექნიკური ნაგებობათა კომპლექსებით და დამთავრებული სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებით.

 ჩვენი კომპანია მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს აშენოს თანამედროვე ნაგებობები და მოუტანოს სარგებელი როგორც საკუთარ ბიზნესს, ისე ჩვენს ქვეყანას.